Sunday, 6 November 2016
მეცხრე დღე
ტრენინგის მეცხრე დღეს წარვადგინეთ დასრულებული პროექტები. შევაფასეთ ერთმანეთის პროექტები და დავგეგმეთ რომ წარმოდგენილი პროექტები განვახორციელოთ. ვისწავლე ვიდეოს გაზიარება ბლოგზე და youtube-ზე ვიდეოს ატვირთვა. გავიხსენეთ, თუ როგორ უნდა შევიტანოთ ცვლილებები ბლოგზე და მივიღეთ სასარგებლო რჩევები ტრენერისგან - ბლოგის მუდმივად განახლებასთან დაკავშირებით.
ტრეინიგი სახელწოდებით "პროექტებით სწავლება" საკმაოდ შრომატევადი იყო, ტრენერი ამომწურავად პასუხობდა თითოეულ ჩვენს შეკითხვას და დეტალურად გვარკვევდა გაუგებარ საკითხებში.
ვფიქრობ, მიზანი შესრულებულია, ჩვენ ეს შევძელით!!!
კიდევ ერთხელ მადლობა ბატონ გიროგის დაუღალავი შრომისათვის!

Sunday, 23 October 2016
მერვე დღე
ტრადიციულად ტრეინინგი დავიწყეთ დავალებების შემოწმებით, კონკრეტულად მიმოვიხილეთ კოლობორაციული შეფასების და პრეზენტაციის რუბრიკები.
დავათვალიერეთ წინა ჯგუფის მონაწილეთა ბლოგები, თუ როგორ აქვთ ატვირთული ბლოგზე დრაივის დოკუმენტები.
ვისწავლეთ დრაივიდან დოკუმენტების გაზიარება ბლოგზე ( შევქმენით ბლოგზე ახალი გვერდი: პორტფოლიო და ჩვენი drive-ის link დავაკოპირეთ ).
ტრენერის ბლოგზე - გავეცანით კონელის კითხვარს - მრავალმხრივი ინტელექტის გაზომვის ინსტრუმენტი, რაც დაგვეხმარება ჯგუფების ორგანიზებაში. კონელის სტატია ავტვირთეთ ჩვენს ბლოგზე.
ასევე, ვისაუბრეთ ტექნოლოგიების ფასილიტაციაზე, თუ რა დაეხმარებათ მოსწავლეებს პროექტზე მუშაობის დროს.
დავალება: 1. მოსაწავლის სავარუდო ნაშრომის ფასილიტაციის ნიმუშის შექმნა, მაგალითად - როგორ შევქმნათ პრეზენტაცია სლაიდებით.
2. სასწავლო პროექტის გეგმის დასრულება, გადახედვა და კორექტირება.
ტრეინინგზე გვესწრებოდა დამსწრე, რომელმაც შეგვავსებინა კითხვარი ტრეინინგთან დაკავშირებით.
დღე იყო ძალიან პროდუქტული, მადლობა ბატონ გიორგის!!!

კონელის კითხვარი - მრავალმხრივი ინტელექტის გაზომვის ინსტრუმენტი
1970-იან წლებში ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორმა, ფსიქოლოგმა ჰოვარდ გარდნერმა, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ინტელექტის ის ტრადიციული გაგება, რომელსაც ინტელექტის საზომი (IQ) ტესტები ეფუძნება. მან აღმოაჩინა, რომ ადამიანები დაჯილდოებულნი იყვნენ მრავალი ისეთი ნიჭითა და უნარით, რომლებიც არასაკმარისად იყო ასახული ინტელექტის ტრადიციულ გააზრებაში. გარდნერმა მრავალი სხვადასხვა წყარო გამოიყენა, მათ შორის – აუტისტებსა და ნიჭიერ ბავშვებთან დაკავშირებული ნეიროფსიქოლოგიური კვლევები, რათა გაემყარებინა საკუთარი მოსაზრება იმის შესახებ, რომ ტვინის სხვადასხვა უბანი სხვადასხვა ტიპის ინტელექტზეა პასუხისმგებელი. 1983 წელს გარდნერმა გამოაქვეყნა ნაშრომი „Frames of Mind”, სადაც შვიდი სხვადასხვა ტიპის ინტელექტი გამოყო, ხოლო ათი წლის შემდეგ მერვე ტიპი დაამატა. მისი მტკიცებით, თითოეული ადამიანი ფლობს ყველა ინტელექტს, ოღონდ სხვადასხვა დოზით. ამ თეორიის მიხედვით, ინტელექტის ტრადიციული გაზომვა შესაძლოა ტენდენციური იყოს ზოგიერთი ტიპის ინდივიდის მიმართ, რადგან არ არსებობს ორი ზუსტად ერთნაირი პროფილის მქონე ინტელექტი. ეს პროფილები ჩვენს ინდივიდუალურ გენეტიკასა და გამოცდილებას ეფუძნება და ამიტომ უნიკალურია, სხვებისაგან განსხვავებული.
ინტელექტის გაზომვა არსებული ტესტების მეშვეობით ინტელექტის რეალურ შესაძლებლობს შეზღუდულად წარმოაჩენს. მრავალმხრივი ინტელექტის თეორიის მიხედვით, არსებობს 8 ძირითადი ტიპის ინტელექტი. ესენია: ლინგვისტური, მუსიკალური, ლოგიკურ-მათემატიკური, სივრცითი, სხეულებრივ-კინესთეტიკური, ინტრაპერსონალური, ინტერპერსონალური და ნატურალისტური. ამ 8 ძირითადი ინტელექტიდან ინდივიდს შესაძლოა გამოკვეთილი ჰქონდეს ერთი ან რამდენიმე, თუმცა ყველა ერთნაირად არა. გარდნერის მიერ შემოთავაზებული მოდელი ყველა ტიპის ინდივიდს მოიცავს, გასაოცარი ნიჭიერებისა იქნება ის თუ გონებრივად ჩამორჩენილი ან ფიზიკური შეზღუდულობის მქონე. მაგალითად, გონებრივად ჩამორჩენილი ბავშვი შესაძლოა ვერ ფლობდეს გამართულ ენობრივ ფორმებს, მაგრამ შესანიშნავად ხატავდეს ან უკრავდეს სხვადასხვა მუსიკალურ ინსტრუმენტზე. ვინაიდან საგანმანათლებლო სისტემა აქცენტს მათემატიკური და ლინგვისტური ინტელექტის განვითარების მნიშვნელობაზე სვამს, მოსწავლის მიერ მიღწეული წარმატების შეფასებაც მხოლოდ ამ ორი ინტელექტის მიხედვით გაზომილ უნარებს ეფუძნება. გარდნერი და მრავალმხრივი ინტელექტის სხვა მხარდამჭერები მიიჩნევენ, რომ ამგვარი აქცენტირება არ არის სამართლიანი, რადგან, მაგალითად, ბავშვები, რომლებიც მაღალგანვითარებულ მუსიკალურ ინტელექტს ფლობენ, შესაძლოა გადაყვანილ იქნენ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე კლასში მათემატიკასა და ენის კურსებში არასაკმარისი ქულების გამო. მასწავლებლები უნდა ეძებდნენ მოსწავლეთა შეფასების ისეთ გზებს, რომლებიც მათი ძლიერი და სუსტი მხარეების შესახებ ზუსტ წარმოდგენას მისცემთ.
ვინაიდან მოსწავლეები ერთმანეთისგან განსხვავებულად ითვისებენ შესასწავლ მასალას, არ შეიძლება მათი შეფასება ერთიანი, სტანდარტიზებული სისტემით. საჭიროა, მასწავლებელმა თითოეული მოსწავლისთვის შექმნას ე.წ. ინტელექტის პროფილები. მოსწავლეთა ინდივიდუალური ათვისების უნარის ცოდნა მასწავლებელს დაეხმარება, სათანადოდ შეაფასაოს მათი პროგრესი.
ტრადიციული ტესტები მოსწავლეებისგან მოითხოვს წინასწარგანსაზღვრული ცოდნის გამოვლენას, გარდნერის თეორიის მომხრეები კი ამტკიცებენ, რომ უნდა შეიქმნას ისეთი შეფასებითი სისტემა, რომელიც მოსწავლეებს საშუალებას მისცემს, განმარტონ სასწავლო მასალა საკუთარი ინტერპრეტაციით სხვადასხვა ინტელექტის გამოყენებით. ამ თვალსაზრისით, ტრადიციულ შეფასებით სისტემაზე ეფექტიანია სხვა მეთოდები: მოსწავლეთა პორტფოლიოები, დამოუკიდებელი პროექტები, მოსწავლეთა დღიურები, სხვადასხვა შინაარსის კრეატიული საშინაო დავალებები. სკოლების ერთ-ერთი ამოცანაა, მოსწავლეებს განუვითაროს თავდაჯერება და მიზნის მისაღწევად საჭირო უნარები. მრავალმხრივი ინტელექტის თეორია საშუალებას იძლევა, შესწავლილ იქნეს მოსწავლეთა სხვადასხვა ნიჭი და უნარები, ამასთანავე, იგი აღიარებს, რომ შესაძლოა ყველა მოსწავლე არ იყოს დაჯილდოებული ვერბალური ან მათემატიკური უნარებით; სამაგიეროდ, წარმტებულნი იყვნენ სხვა ისეთ სფეროებში, როგორებიცაა მუსიკა, სივრცული აღქმა ან ინტერპერსონალური ცოდნა. ამგვარი მიდგომა და შეფასებითი სისტემა შესაძლებლობას აძლევს ყველა მოსწავლეს, წარმატებით მიიღოს მონაწილეობა საკლასო სწავლებასა და სხვადასხვა აქტივობაში.
გარდნერი მიუთითებს, რომ სწავლის მეთოდების უფრო ფართო დიაპაზონის შემოღებით მასწავლებლებს და, რა თქმა უნდა, მშობლებსაც შეუძლიათ, უკეთ შეიცნონ ინდივიდის ძლიერი და სუსტი მხარეები და განსაზღვრონ მათთვის უპირატესი სწავლის სტილი, ეს კი საშუალებას მისცემს მოსწავლეს, უფრო ნაყოფიერად ისწავლოს.
მრავალმხრივი ინტელექტის თეორია ნევროლოგიურ, ევოლუციურ და კროსკულტურულ საფუძვლებს ემყარება. იგი მიიჩნევს, რომ სხვადასხვა ინტელექტის განვითარებაში ბიოლოგიასთან ერთად დიდ როლს ასრულებს კულტურაც. ყველა საზოგადოება სხვადასხვა ტიპის ინტელექტს აფასებს. ეს შეფასებებიც უზრუნველყოფს ამა თუ იმ სფეროში პროფესიონალად ქცევის მოტივაციის გაჩენას. შესაბამისად, შესაძლოა, რომელიმე ინტელექტი მაღალ დონეზე განვითარდეს ერთი კულტურის ბევრ სოციუმში, მაშინ როცა იგივე ინტელექტი ნაკლებად განვითარდება სხვა კულტურის ინდივიდებში.
გარდნერი აღნიშნავს, რომ მრავალმხრივი ინტელექტის იდეა სიახლეს არ წარმოადგენს. მრავალი წელია გრძელდება დებატები ერთი თუ მრავალფეროვანი ინტელექტუალური უნარების არსებობის შესახებ. ფსიქოლოგები კამათობენ ინტელექტის შემადგენელი მრავალრიცხოვანი ფაქტორებისა და კომპონენტების არსებობის შესახებაც.
გარდნერმა ინტელექტი განსაზღვრა როგორც პრობლემების გადაჭრისა და სხვადასხვა კულტურული გარემოსთვის ღირებული პროდუქტის შექმნის უნარი.
გთავაზობთ კითხვარს (The Connell Multiple Intelligence Questionnaire), რომლის გამოყენებაც შესაძლებელია უმცროსი სასკოლო ასაკის მოსწავლეებთან.
კითხვარის გასახსნელად დააწკაპუნეთ ბმულს!
ინსტრუქცია: „1”-ით აღნიშნე ყველა ის წინადადება, რომლებსაც ეთანხმები. ,,0''-ით კი რომელსაც არ ეთანხმები.

Friday, 21 October 2016
მეშვიდე დღე
გავეცანით რამდენიმე პედაგოგის მოსწავლის ნიმუშებს - ბუკლეტს, პრეზენტაციას და ამ ნიმუშების ჩეკლისტებს. გავაკეთეთ შედარება, თუ რამდენად შეესაბამებოდა ჩექლისტი ბუკლეტს ან პრეზენტაციას.
პროექტის გეგმის განხილვამდე ბატონმა გიორგიმ გაგვახსენა, თუ როგორი უნდა იყოს პროექტის გეგმა - კონკრეტულად დაგეგმილი აქტივობები უნდა ავითარებდეს 21 - ე საუკუნის უნარ-ჩვევებს და რათქმაუნდა საგნობრივი სტანდარტიდან ამოღებულ მიზნების განხორციელებასაც უნდა ემსახურებოდეს.
პროექტის გეგმებში გავაანალიზეთ კონკრეტულად შეფასების სტრატეგიები და პროცედურები. მიმოვიხილეთ ერთმანეთის გეგმები, მივიღეთ შენიშვნები და რჩევები კოლეგებისგან და ტრენერისგან.
ასევე, ვისწავლეთ ტექსტის დაკოპირება არსებული ფონის გარეშე, კონკრეტულად გამოვიყენეთ copy - as plain text.
პრზენტაციის ბოლო სლაიდი უნდა იყოს ბიბლიოგრაფია - ანუ რა წიგნი, თუ ელ-მისამართი გამოვიყენე, კონკრეტული მასალის, ფოტოს, ვიდეოს მოსაძიებლად. ელ-მისამართში არ შეიძლება ჩავწეროთ google, უნდა ვიპოვოთ საწყისი საიტი.
ტრენერმა გადმოგვიგზავნა ვებ-გვერდი ( http://ict.tpdc.ge/)სადაც შეიძლება ვიდეო გაკვეთილების ნახვა. გავხსენით გვერდი და გადავხედეთ.
გავეცანით პორტფოლიოს შეფასების ჩეკლისტსა და რუბრიკას, რითაც მოხდება ჩვენი პროექტის გეგმის შეფასება.
დავიწყეთ პორტფოლიოს შევსება დოკუმენტებით - დრაივზე. კურსის რესურსებში ავტვირთეთ 21ე საუკუნის უნარ-ჩვევები და მოგვეცა დავალება: 1. დასრულებული დოკუმენტები უნდა ავტვირთოთ დრაივზე პორტფოლიოს ჩეკლისტის მეშვეობით, რომელიც სახელმძღვანელოს პირველ მოდულშია. 2. გიორგის ბლოგში - რესურსებში - შეფასებების გაცნობა და შევსება.
დღე იყო ძალიან შრომატევადი და ნაყოფიერი!!!

მეექვსე დღე
დღე ტრადიციულად დავიწეთ საშინაო დავალების განხილვით და გაანალიზებით.წარმოვადგინე პრეზენტაციის ჩეკლისტი.
ვისწავლეთ შეფასების რუბრიკებზე მუშაობის წესები.გიორგის ბლოგზე შევედით რესურსებში და შემდეგ შეფასებებში ,ვნახეთ კოლაბორაციული და პრეზენტაციის შეფასების რუბრიკები. ვიმუშავეთ ბლოგში - ერთმანეთს დავუწერეთ კომენტარები, ვისწავლეთ კომენტარების რედაქტირება-წაშლა.
მოგვეცა დავალება - უნდა შევქმნათ მოსწავლის ნიმუში და პროეცედურები უნდა გავწეროთ დეტალურად (პროექტის მსვლელობის თითოეული მსვლელობა უნდა გავწეროთ კონკრეტულად), და ჩავწეროთ შეფასების მეთოდები.

Saturday, 15 October 2016
მეხუთე დღე
დღევანდელი დღე იყო საკმაოდ საინტერესო. ტრეინიგი დავიწყეთ დავალების მიმოხილვით. რამდენიმე მასაწავლებელმა წარმოადგინა სასწავლო პროექტის გეგმის პროცედურები, ბუკლეტი და პრზენტაცია. ტრენერმა მოგვცა დეტალური მითითებები, თუ რა უნდა გავწერო პროცედურებში, როგორი უნდა იყოს პროექტის ბუკლეტი და პრეზენტაცია.
მიმოვიხილეთ სახელმძღვანელოს მეოთხე მოდული _ სასწავლო ნიმუშის შექმნა, დეტალურად განვილიხილეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის ნიმუში და ამავე ნაშრომის ჩექლისტი.
ელ-ფოსტაში - drive ზე შევქმენი ახალი საქაღალდე რამდენიმე ფაილით, შემდეგი სახელწოდებებით: კურსის რესურსი, მოსწავლის ნიმუში, პროექტის სასწავლო გეგმა, სასწავლო პროქტის დამხმარე, სურათები-აუდიო-ვიდეო, შეფასება. შეფასებაში კი შევადგინე "ვიცი, მინდა ვიცოდე, ვისწავლე" კითხვარი.

Subscribe to:
Posts (Atom)