Tuesday, 27 September 2016

მეორე დღე


    მეორე დღეს თითოეულმა შევქმენით საკუთარი ბლოგები და ავტვირთეთ პირველი დღის რეფლექსია. მივიღეთ მითითებები ბლოგში მუშაობაზე.
     გავეცანით პროექტის გეგმის ნიმუშს.
     ჯგუფებში განვიხილეთ ერთ - ერთი მასწავლებლის  პროექტი და შევადგინეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები.
     

Sunday, 25 September 2016

პირველი დღის რეფლექსია

   

       24 სექტემბერს დავიწყე ტრეინიგი სახელწოდებით: პროექტებით სწავლება და ინფომაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინტეგრირება. გავეცანი ტრენერს გიორგი არავიაშვილს.
      ვისაუბრეთ პროექტებით სწავლებაზე, თუ რამდენად აქტუალურია  და რამდენად საჭიროა მოსწავლეების ჩართულობისათვის. ასევე, ტრენერი გვესაუბრა, თუ როგორ დაგვეგეგმა სასწავლო ღონისძიებები ეფექტურად და გავეცანით  პროექტის მოთხონებს.